ევროკავშირისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს სამაგისტრო პროგრამა
ევროკავშირი და აღმოსავლეთ სამეზობლო ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პოლიტიკის და დიპლომატიის სკოლის ორ წლიანი სამაგისტრო პროგრამაა, რომელიც შეიქმნა სტუდენტების საპასუხოდ, იმ მიზნით რომ სამაგისტრო საფეხურზე გაიღრმაონ ცოდნა ევროკავშირის შესახებ.
პროგრამა სტუდენტებს შეასწავლის ევროკავშირს საერთაშორისო კონტექსტში, მათ შორის, ევროკავშირის ინსტიტუტებს, პოლიტიკას, სამართალს და ამადროულად, შესძენს ტრანსფერულ უნარებს. უფრო კონკრეტულად, პროგრამა აანალიზებს ევროკავშირს და მის ურთიერთობას მეზობელ რეგიონებთან "გარე" პერსპექტივიდან, აძლევს მომავალ კურსდამთავრებულებს უნარებს, რომლებიც მათ დასჭირდებათ ევროკავშირთან თანამშრომლობისათვის. ამავდროულად, პროფესიულ განვითარებაში და დასაქმებაში სახელმწიფო ინსტიტუტებში, დიპლომატიაში, კერძო სექტორში, ანალიტიკურ, არაკომერციულ და საზოგადოებრივ საკონსულტაციო ცენტრებში.
პროგრამის მიზანია სხვადასხვა გამოცდილების მქონე სტუდენტებს შესძინოს მყარი თეორიული, ანალიტიკური და პრაქტიკაზე ორიენტირებული ცოდნა შედარებითი პოლიტიკის, საჯარო პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და სამართლის სფეროებში. პროგრამა ამავდროულად ქმნის შესაძლებლობას ევროკავშირის ადგილის კრიტიკული გააზრების რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხებში. სტუდენტები სწავლობენ დინამიკური ტრანსფორმაციების ანალიზს ევროპის სამეზობლოში და მათ მნიშვნელობას გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ დღის წესრიგში.
სამაგისტრო პროგრამა ევროკავშირი და აღმოსავლეთ სამეზობლო გამორჩეულია მულტიდისციპლინური მიდგომებით. სწავლების თანამედროვე მეთოდები, მათ შორის, სწავლა-კეთებით, დანერგილია საჯარო პოლიტიკის, სამართლისა და ეკონომიკის მიმართულების კურსებში. რეგიონული ფოკუსი პროგრამას სძენს მყარ დამატებით ღირებულებას.
პროგრამა სტუდენტების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული და მოქნილია. მისი სტრუქტურა შესაძლებლობას ქმნის სტუდენტმა შეარჩიოს მისთვის პრიორიტეტული კურსები, რომელიც მიემართება ვაჭრობისა და ეკონომიკის საკითხებს, ან ევროკავშირის სამართალს და საჯარო პოლიტიკასა.
სამაგისტრო პროგრამა გამოირჩევა აკადემიური პერსონალის განსაკუთრებული გამოცდილებით, როგორც ეროვნულ, ასევე ევროპულ სტრუქტურებში მუშაობით.
პროგრამის ფარგლებში მზარდია მობილობით სარგებლობის შესაძლებლობები, ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო პრაქტიკის, ასევე ევროპულ უნივერსიტეტებში, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის.
ამდენად, პროგრამა განკუთვნილია მათთვის ვინც დაინტერესებულია აკადემიური საქმიანობით და კვლევით, ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ევროპულ ინსტიტუტებში, მედიაში, პოლიტიკაში, სამართალში, საჯარო სამსახურში, კერძო სექტორსა და არაკომერციულ ორგანიზაციებში დასაქმებით.