ფარმაციის საბაკალავრო პროგრამა
პროგრამის მიზანია მისცეს სტუდენტს ფარმაცევტულ ინდუსტრიაში არსებული თანამედროვე გამოწვევების და მოთხოვნების შესაბამისი ცოდნა, განუვითაროს პრაქტიკული უნარები, რომელიც გამოადგება სფეროში დასაქმებისთვის. პროგრამა არის ინდუსტრიის მოთხოვნებზე ორიენტებული და საშუალებას აძლევს სტუდენტს ფუნდამენტურად შეისწავლოს ფარმაციის 4 ძირითადი მიმართულება: ფარმაცევტული წარმოება, ფარმაცევტული ბიზნესის მართვა, კლინიკური ფარმაკოლოგია, ფარმაცევტულ ინდუსტრიაში არსებული სტანდარტები და რეგულაციები. პროგრამის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ სტუდენტი ინტეგრაციული სწავლების პრინციპების გათვალისწინებით სიღრმისეულად ეცნობა როგორც სამედიცინო და მოლეკულურ ასპექტებს, ისე ფარმაცევტულ ქიმიას, წარმოების პროცესს, წარმოების და ინდუსტრიაში არსებულ ყველა სტანდარტს. ამავე დროს დიდი დრო ეთმობა ბიზნეს პროცესის შესწავლას, როგორც ფარმაცევტული ინდუსტრიის განუყოფელ ნაწილს. შედეგად, პროგრამის დასრულებისას სტუდენტს ექნება სრულყოფილი ცოდნა და ინტეგრაციული ხედვა რაც ზრდის მის კონკურენტუნარიანობას ბაზარზე. პროგრამის განხორციელება წარმოებს სწავლა-კეთების პრინციპით, რაც გულისხმობს თეორიული ცოდნის გამოყენებას პრაქტიკულ გარემოში. სწავლების ყველა ეტაპზე სტუდენტი უშუალოდ ჩართულია ლაბორატორიულ მუშაობაში, წამლის წარმოების და რეგისტრაციის, წამლის მარკეტინგის და პოსტ-მარკეტინგული კვლევების პროცესებში, რაც მას აძლევს საშუალებას გაიაზროს მიღებული ცოდნის აუცილებლობა და განუვითაროს პრაქტიკული უნარები.