განათლების მეცნიერების სადოქტორო პროგრამა
პროგრამის სასწავლო კომპონენტი შედგება 60 ECTS-საგან რომელთა ათვისება, ხდება 2-4 სემესტრის განმავლობაში, დოქტორანტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე.
დოქტორანტი, რომელიც ჩაირიცხება პროგრამაზე, მაგრამ არ ფლობს განათლების/განათლების მეცნიერების მაგისტრის ხარისხს, გადის განათლების მეცნიერების საფუძვლების სასწავლო კურსს, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა სასწავლო კომპონენტის ასათვისებლად. სასწავლო კურსი 10 ECTS კრედიტს მოიცავს და სავალდებულოა იმ დოქტორანტებისთვის, ვისაც არ აქვს განათლების/განათლების მეცნიერების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და არჩევითი სხვა დოქტორანტებისთვის. .
სავალდებულო სასწავლო კომპონენტები შედგება 45/55 ECTS-საგან (45 ECTS იმ დოქტორანტებისთვის, ვინც ფლობს განათლების მეცნიერების მაგისტრის კვალიფიკაციას, 55 ECTS მათთვის, ვინც არ ფლობს შესაბამის კვალიფიკაციას):
პირველ ან მეორე სემესტრში ხდება კვლევის ძირითადი მეთოდების გაცნობა სადოქტორო კვლევის ძირითადი ინსტრუმენტების (15 ECTS) მეშვეობით, რომელშიც გამოიყენება მეთოდი „სწავლა კეთებით“ - სტუდენტი შეისწავლის კვლევის ორგანიზებას, პირველად და მეორეულ წყაროებთან მუშაობას და წარმოადგენს სადოქტორო ნაშრომის სათაურსა და დაკავშირებულ კომპონენტებს. სტუდენტს აქვს შესაძლებლობა დაეუფლოს სასწავლო კურსს „სწავლების მეთოდები და სტრატეგიები I“ (15 ECTS). სასწავლო პროგრამით სავალდებულო კომპონენტის ნუსხაში გათვალისწინებულია ასევე კურსი სემინარი I (15 ECTS). დოქტორანტი ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით, ასათვისებელი კრედიტების შესაბამისად, ირჩევს შეთავაზებული კურსებიდან „სწავლების მეთოდები და სტრატეგიები II - პროფესორის ასისტენტობა” (15 ECTS), სემინარი II“ (15ECTS), ან შეუძლია გაიღრმავოს დარგობრივი ცოდნა და აირჩიოს „დიგიტალიზაცია“ (5 ECTS) და „განათლების სოციოლოგია“ (5 ECTS), ან „განათლების პოლიტიკა” (5 ECTS). გათვალისწინებული კურსების არჩევა საშუალებას აძლევს დოქტორანტს, ჩამოაყალიბოს საკუთარი პროფილი.
სასწავლო კომპონენტის დასრულების შემდეგ დოქტორანტი იწყებს კვლევით კომპონენტს - დისერტაციას, რომელიც მოიცავს რამდენიმე კომპონენტის (პროფესორთა ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევა I, II და III; კოლოკვიუმი I და II) დასრულებასა და წარდგენას, მაგრამ ეს კომპონენტი არ ფასდება ქულებით. დისერტაციის დაცვა არის სადოქტორო პროგრამის დასრულების დასკვნითი ეტაპი.
_________________
პროგრამის დასასრულებლად, სტუდენტს მოეთხოვება ჰქონდეს ორი სტატია, გამოქვეყნებული რეფერირებად ჟურნალში, რომელიც ინდექსირებულია Web of Science Group-ის Master Journal List (მათ შორის, Web of Science Core Collection) და Scimago Journal List (Q1-Q4 კატეგორიის ჟურნალებში). ერთ-ერთი ასეთი სტატია დოქტორანტმა უნდა გამოსცეს, როგორც პირველმა ავტორმა. ნებადართულია, რომ ზემოხსენებული სტატიებიდან ერთ-ერთი მიღებული იყოს გამოსაცემად.