ჯანდაცვის მენეჯმენტი
სამაგისტრო პროგრამის მიზანია მისცეს სტუდენტს ჯანდაცვის სისტემაში არსებული თანამედროვე მართვის თეორიების, მოდელებისა და პრაქტიკის ღრმა სისტემური ცოდნა და გლობალური ბიზნეს გარემოს მრავალმხრივი დინამიკის კრიტიკულად შეფასების უნარი. იგი უნვითარებს სტუდენტს სტრატეგიული აზროვნების, ანალიტიკური და გადაწყვეტილების მიღების უნარებს თანამედროვე, ეფექტიანი ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, ჯანდაცვის მენეჯმენტის პრაქტიკის, ჯანდაცვის სერვისების, დაფინანსების, პოლიტიკის, სამართლისა და სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში ნავიგაციისა და ბიზნეს საქმიანობის წარმართვის მიზნით.
პროგრამა ხელს უწყობს ფართო განათლების ჯანდაცვის ორგანიზაციების მენეჯერების ჩამოყალიბებას, რომელთაც ესმით ჯანდაცვის მენეჯმენტის არსი და ფლობენ სხვადასხვა საქმიან სიტუაციაში გამოყენებული საშუალებებისა და მეთოდების ფართო სპექტრს. იგი ასევე ხელს უწყობს სტუდენტებს ლიდერობის, ინოვაციური სტრატეგიების პრაქტიკული გამოყენების უნარების გამომუშავებაში, ისე რომ დაცული იყოს ეთიკური პრინციპები და სოციალური პასუხისმგებლობისადმი ერთგულება საზოგადოების განვითარებაში პოზიტიური წვლილის შესატანად.