ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები

ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა სტუდენტს აძლევს ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სფეროში მყარ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას და ამზადებს მას თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოში პროფესიული საქმიანობისთვის.

პროგრამა ეფუძნება კომპიუტერული მეცნიერებისა და ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების ფუნდამენტურ პრინციპებსა და თანამედროვე მიდგომებს. ამასთანავე, სპეციალიზაციის შესაძლებლობას ქმნის სამი კონცენტრაციის მიმართულებით: პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია, მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი და თამაშების განვითარება. სტუდენტი ირჩევს მისთვის სასურველ მიმართულებას და შესაბამისი კურსების საშუალებით იღრმავებს ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს კონკრეტულ ტექნოლოგიურ სფეროში:

  • პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის კონცენტრაცია მოიცავს Front-End, Back-End და Full-Stack ვებდეველოპმენტს, DevOps-ის საფუძვლებსა და პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებას. მიმართულება სტუდენტს ამზადებს პროგრამული პროდუქტების შექმნის, განვითარების, ტესტირებისა და ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებისთვის.
  • მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის კონცენტრაცია ფოკუსირებულია მონაცემთა ანალიტიკასა და ვიზუალიზაციაზე, დიდი მონაცემების დამუშავებაზე, მანქანურ და ღრმა სწავლებასა და ბუნებრივი ენის დამუშავებაზე (Natural Language Processing). სტუდენტები ეცნობიან მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის თანამედროვე მიდგომებს და ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებებს.
  • თამაშების განვითარების კონცენტრაცია აერთიანებს თამაშების დიზაინს, თამაშების პროგრამირების საფუძვლებს, 3D არტს, მაღალი დონის პროგრამირებასა და სისტემებს, ტექნიკურ არტს, კომპონენტების შექმნასა და ანიმაციის საფუძვლებს. მიმართულება სტუდენტს აძლევს თამაშის დიზაინის, პროგრამული ლოგიკის, ვიზუალური და ტექნიკური კომპონენტების შემუშავებისთვის საჭირო ცოდნასა და უნარებს.


პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პრაქტიკულ და პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებას. სწავლების ძირითადი ფილოსოფიაა „სწავლა კეთებით“, რაც მოიცავს ინტერაქციულ ლექციებს, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს, პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებას, შემთხვევის ანალიზს, ინდივიდუალურ და გუნდურ მუშაობას, პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებასა და დემონსტრირების მეთოდს.

პროგრამა ასევე მოიცავს სტაჟირებასა და ქეფსთოუნ პროექტს, რომლის ფარგლებში სტუდენტს შესაძლებლობა აქვს მიღებული ცოდნა და უნარები პრაქტიკულ ამოცანებში გამოიყენოს, იმუშაოს რეალურ პრობლემებზე და განავითაროს პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელი კომპეტენციები.

პროგრამა (კვალიფიკაცია)ინფორმატიკის ბაკალავრი
კრედიტი/ხანგრძლივობა180 კრედიტი / 3 წელი
სწავლის წლიური ღირებულება4500 ₾
სწავლების ენაინგლისური