ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი წარმოადგენს მაღალი სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მქონე დაწესებულებას. ჩვენი დევიზი - „შთააგონე ზრუნვა“ სრულად ასახავს უნივერსიტეტის დანიშნულებას ყველა მიმართულებით და ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ვაზიარებთ ხედვას, შთავაგონებთ ზრუნვას მდგრადი განვითარებისთვის.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი იზიარებს ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს ფორმირების პასუხსიმგებლობას, მუდმივად ავითარებს ეკოკამპუსის კონცეფციას, ზრუნავს გარემოს დაცვაზე და საუნივერსიტეტო საზოგადოების ერთობლივი მოქმედებით ამცირებს ნახშირბადის ნაკვალევს. ამასთან, უნივერსიტეტი ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვით საკითხებზე, სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების განხორციელებით შეაქვს წვლილი ჯანსაღი გარემოს ფორმირებაში.

უნივერსიტეტმა შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც ასახავს გაზიარებულ ხედვას უნივერსიტეტის ენერგოეფექტურობის პოლიტიკის შესახებ, ასევე განსაზღვრავს აქტივობებს, რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის ენერგოეფექტურობის გაზრდას, გარემოზე ზეგავლენის შემცირებას და მდგრად განვითარებას. დოკუმენტი ემსახურება ინფორმაციის საუნივერსიტეტო, ასევე ფართო საზოგადოებისთვის გაზიარებას, უნივერსიტეტის ეკო-კონცეფციის გავრცელებას და განმტკიცებას.

ენერგოეფექტურობის პოლიტიკა და სამოქმედო გეგმა