უნივერსიტეტის ავტორიზაცია

ა(ა)იპ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს ავტორიზაცია მიენიჭა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2013 წლის 10 ოქტომბრის №26 გადაწყვეტილებით. 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს 2019 წლის 02 ოქტომბრის #38 გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ – ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს (საიდენტიფიკაციო კოდი: 404983332) მიენიჭა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი (უნივერსიტეტი), 6 წლის ვადით.



საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია


სამართლის სკოლა

- სამართლის საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2013 წლის 11 დეკემბრის №204 გადაწყვეტილებით, ხოლო რეაკრედიტაცია (შვიდი წლის ვადით) განხორციალდა 2018 წლის 4 დეკემბრის №182 გადაწყვეტილებით.

- შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2014 წლის 7 თებერვლის №21 გადაწყვეტილებით, ხოლო  რეაკრედიტაცია (შვიდი წლის ვადით) განხორციელდა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2019 წლის 22 იანვრის №23 გადაწყვეტილებით. 

- სამართლის სადოქტორო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2013 წლის 05 ნოემბრის №155 გადაწყვეტილებით, ხოლო  რეაკრედიტაცია (შვიდი წლის ვადით) განხორციელდა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2018 წლის 4 დეკემბრის №142 გადაწყვეტილებით.

პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლა

- პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო (ინგლისურენოვან) საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2015 წლის 15 ივლისის №57 გადაწყვეტილებით, ხოლო რეაკრედიტაცია (შვიდი წლის ვადით) განხორციელდა 2020 წლის 16 ოქტომბრის № 971594 გადაწყვეტილებით.

- სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას „ევროკავშირი და აღმოსავლეთ სამეზობლო“ აკრედიტაცია მიენიჭა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2023 წლის 29 სექტემბრის N1269730 გადაწყვეტილებით.

ბიზნესისა და გამოყენებითი მეცნიერებების სკოლა

- ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2016 წლის 16 აგვისტოს №97 გადაწყვეტილებით., ხოლო რეაკრედიტაცია (7 წლის ვადით) განხორციელდა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2025 წლის 27 თებერვლის №528109 გადაწყვეტილებით;

- სამოქალაქო ინჟინერიის მენეჯმენტის ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას პირობითი აკრედიტაცია მიენიჭა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2025 წლის 27 თებერვლის №215726 გადაწყვეტილებით.

- ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2014 წლის 7 თებერვლის №22 გადაწყვეტილებით, ხოლო რეაკრედიტაცია განხორციელდა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2025 წლის 27 თებერვლის №215712 გადაწყვეტილებით.

- აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების  სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას ინოვაციების მენეჯმენტში აკრედიტაცია მიენიჭა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2025 წლის 27 თებერვლის № 215722 გადაწყვეტილებით.

- ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაციია მიენიჭა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2025 წლის 27 თებერვლის №215719 გადაწყვეტილებით.

- ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2025 წლის 27 თებერვლის №215716 გადაწყვეტილებით.

მედიისა და კომუნიკაციების სკოლა

- მულტიმედია ჟურნალიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას  აკრედიტაცია მიენიჭა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2024 წლის 11 ნოემბრის №1443755 გადაწყვეტილებით.

განათლების სკოლა

- განათლების მეცნიერების ინგლისურენოვან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2024 წლის 15 აპრილის № 430145 გადაწყვეტილებით.

მედიცინის სკოლა

- მედიცინის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2013 წლის 05 ნოემბრის №156 გადაწყვეტილებით. პროგრამის  რეაკრედიტაცია (შვიდი წლის ვადით) განხორციელდა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ 2018 წლის 3 ნოემბრის №143 გადაწყვეტილებით. პროცედურა განხორციელდა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მოთხოვნების შესაბამისად საერთაშორისო ექპერტების მონაწილეობით. 

- ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2021 წლის 21 დეკემბრის №51119  გადაწყვეტილებით.

- საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2021 წლის 30 დეკემბრის №51056 გადაწყვეტილებით.

- მედიცინის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2015 წლის 15 ივლისის №58 გადაწყვეტილებით, ხოლო რეაკრედიტაცია განხორციელდა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2020 წლის 25 დეკემბრის №1232003 გადაწყვეტილებით.

- სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების სადოქტორო პროგრამას პირობითი აკრედიტაცია მიენიჭა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2022 წლის 12 აპრილის № 380603 გადაწყვეტილებით, ხოლო რეაკრედიტაცია განხორციელდა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2023 წლის 4 აგვისტოს №966290 გადაწყვეტილებით.

სტომატოლოგიის სკოლა

- სტომაგოლოგიის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამას პირობითი აკრედიტაცია მიენიჭა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2020 წლის 13 მარტის 35 გადაწყვეტილებით;