ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის საქმიანობა ეფუძნება ეთიკურ პრინციპებს და ისეთ საერთო ღირებულებებს, როგორიცაა მრავალფეროვნება, თანასწორობა, მიუკერძოებლობა და უსაფრთხოება. უნივერსიტეტისთვის, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, რომელსაც საკუთარი წვლილი შეაქვს კვლევაში, ინოვაციასა და გლობალური საზოგადოების განვითარებაში, უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფა, სადაც საუნივერსიტეტო საზოგადოების თითოეული წევრის უფლებები და ინდივიდუალურობა დაცულია, განსაკუთრებული პრიორიტეტია. უნივერსტეტი ხელს უწყობს იმგვარი გარემოს ჩამოყალიბებას, სადაც ყველა თავისუფლად იღწვის საკუთარი აკადემიური, პროფესიული და პირადი მიზნების მისაღწევად.

მრავალფეროვნებისა და თანასწორობის პოლიტიკა

უნივერსიტეტში შემუშავებულია და ხორციელდება მრავალფეროვნებისა და თანასწორობის პოლიტიკა, რაც ქმნის სამართლიანობის, ინკლუზიურობისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის სახელმძღვანელო ჩარჩოს. უზრუნველყოფილია, რომ არც ერთი ინდივიდი არ იყოს დისკრიმინაციის, ან უსამართლო მოპყრობის ობიექტი ნებისმიერი კანონით დაცული თუ სხვა საფუძვლით. პოლიტიკა ვრცელდება საუნივერსიტეტო საქმიანობის ყველა მიმართულებით, მათ შორის, უნივერსიტეტში მიღებას, სწავლება-სწავლას, დასაქმებასა და ზრდას, საზოგადოებრივი ჩართულობასა და გაწეულ სერვისებზე. დოკუმენტთა ერთობლიობა მოიცავს უნივერსიტეტის პოლიტიკას შევიწროების (სექსუალური შევიწროების ჩათვლით) პრევენციისა და მასზე რეაგირების კუთხით.

გენდერული თანასწორობა

უნივერსიტეტში დანერგილია გენდერული თანასწორობის გეგმა, რომელიც ფოკუსირებულია გენდერულ აღიარებაზე, ტოლერანტობასა და ამ ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს გარემოს, სადაც თითოეულ ინდივიდს, განურჩევლად იდენტობისა, აქვს წარმატებისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობა.

პოლიტიკის დანერგვის მხარდაჭერა

მრავალფეროვნებისა და თანასწორობის პოლიტიკისა და გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის ეფექტიანი დანერგვის, დისკრიმინაციისა, თუ სძულვილის ენისგან ინდივიდების დაცვის უზრუნველყოფის, ასევე ღია, უსაფრთხო და მულტიკულტურული გარემოს მხარდაჭერის მიზნით უნივერსიტეტში მოქმედებს შესაბამისი პირი, რომელიც:  აფასებს გენდერული თანსწორობის სამოქმედო გეგმის შესრულებას; გენდერულად სეგრეგირებული მონაცემების შეგროვებას; მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების შეგროვებას, აანალიზებს მათ; მხარს უჭერს და ახალისებს საუნივერსიტეტო საზოგადოებაში მრავალფეროვნებასა და თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას მრავალფეროვანი აქტივობებისა და, მათ შორის, საინფორმაციო შეხვედრებისა თუ ტრენინგების საშუალებით; ხარისხის სამსახურთან ერთად, შეიმუშავებს რეკომენდაციებს უნივერსიტეტის მმართველი რგოლებისათვის; ახორციელებს სხვა შესაბამის აქტივობებს, რაც აუცილებელია უნივერსიტეტის ღირებულებებისა და პოლიტიკის მხარდასაჭერად. 2022 წლიდან, აღწერილი ფუნქციები დელეგირებულია სტრატეგიული განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის კომიტეტის აღმასრულებელ მენეჯერზე, ვინაიდან, კომიტეტის ერთ-ერთ ფუნქციაა ღია და მულტიკულტურული გარემოს ხელშეწყობა. პოლიტიკის პრინციპების დარღვევაზე რეაგირებას ახდენს უნივერსიტეტის დისციპლინური კომისია.

დისციპლინური კომისია

ქცევის მაღალი სტანდარტის შენარჩუნებისა და პერსონალისა თუ სტუდენტების უფლებებისა და ღირსების დასაცავად, უნივერსიტეტში ფუნქციონირებს დისციპლინური კომისია. იგი რეაგირებს ყველ კონკრეტულ დისციპლინურ და ეთიკურ გადაცდომაზე. სტუდენტის მიერ განხორციელებული ზოგიერთი ქმედება შესაძლოა აღმოჩნდეს მის სტატუსთან შეუსაბამობა, როგორც ეს განსაზღვრულია უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის განხორციელების დებულების 43-ე მუხლით. უნივერსიტეტის ეთიკური ნორმების დარღვევა, ასევე შესაძლოა, გახდეს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის გაწყვეტის საფუძველი, უნივერსიტეტის შრომის შინაგანაწესის შესაბამისად.

კომისია შედგება მიუკერძოებელი წევრებისგან, რომლებიც, გადაწყვეტილების მიღებისას, ხელმძღვანელობენ სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით. კომისიის საქმიანობის პრინციპები უზრუნველყოფს გამჭვირვალობას და ინტერესთა კონფლიქტის არ არსებობას, ასევე პროცესში ჩართული ყველა დაინტერესბული პირისთივის სამართლიანი განხილვის პროცესს.

დისციპლინური კომისიის მოქმედი შეამდგენლობა დამტკიცდა აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით N04, 25/03/2022 და მასში შედიან თამარ ცერცვაძე, იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი; ეკატერინე ბაკარაძე, ხარისხის კულტურის კომიტეტის აღმასრულებელი მენეჯერი; ვახტანგ ზაალიშვილი – პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით.

კომისია მოქმედებს განაცხადის საფუძველზე, რომელიც შეუძლია გააკეთოს როგორც საუნივერსიტეტო საზოგადოების ნებისმიერმა წევრმა ისე სხვა დაინტერესებულმა სუბიექტმა. გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსის პრინციპით და უნივერსიტეტის ღირებულებებზე დაფუძნებით.

განაცხადის/საჩივრის წარდგენა

თუ გესაჭიროებათ კონსულტაციები უნივერსიტეტის ეთიკურ პრინციპებსა და ღირებულებებზე, ან დაინტერესებული ხართ დისციპლინური კომისიის საქმიანობით, პროცესებითა და დისციპლინური გადაცდომის რეაგირების მექანიზმებით, შეგიძლიათ მიმართოთ დისციპლინური კომისიის წევრებს მათ სამსახურეობრივ ელ-ფოსტაზე, რომელიც ხელმისაწვდომია ნვუ-ს შიდა საკომუნიკაციო სისტემაში. გარე დაინტერესებული პირებისათვის რეაგირება შესაძლებელია ელ-ფოსტაზე info@newvision.ge .

თუკი საუნივერსიტეტო საზოგადოების ნებისმიერი წევრი, სტუდენტი თუ პერსონალი, თვლის, რომ შეილახა მისი ღირსება, უფლებები, ან უნივერსიტეტის ეთიკური პრინციპები, ან თუ ის გახდა შევიწროების, ან სიძულვილის ენის ადრესატი, შესაძლებელია განაცხადის/საჩივრის წარდგენა.

განმცხადებელთა კონფიდენციალურობა დაცულია; უნივერსიტეტი ქმნის უსაფრთხო გარემოს, სადაც განმცხადებლებს შეუძლიათ ისაუბრონ საკუთარ გამოცდილებაზე შემდგომი ზიანისა და მუქარის შიშისა და ვიქტიმიზაციის გარეშე.