ᲘᲜᲢᲔᲠᲜᲐᲪᲘᲝᲜᲐᲚᲘᲖᲐᲪᲘᲐ
გლობალური ჩართულობა და მსოფლმხედველობა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მისიისა და ხედვის ერთ-ერთი მთავარი ღერძია და მისი მნიშვნელობა გაზიარებულია საუნივერსიტეტო საზოგადოების მიერ. ნვუ განიხილავს განათლებას, კვლევას, ინოვაციასა და საზოგადოებრივ სერვისს პოზიტიური გლობალური ცვლილებების კატალიზატორად, ხოლო უნივერსიტეტის საქმიანობის ინტერნაციონალიზაციას როგორც პროცესის განუყოფელ ნაწილს.
სწავლება-სწავლის პროცესის ინტერნაციონალიზაცია
სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მრავალფეროვანი კორპუსი არის უნივერსიტეტის ღირებულებებისა და მისწრაფებების განსახიერება. სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების 80%-ზე მეტი წარმოადგენილია მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყნიდან, აკადემიური პერსონალის მესამედზე მეტი უცხოელია. NVU ამაყობს მრავალფეროვნებით, ხელს უწყობს ინკლუზიური გარემოს, ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული საზოგადოების განვითარებას.
ნვუ-ს ერთ-ერთი მიზანია უზრუნველყოს, უნივერსიტეტის პერსონალი და სტუდენტები კამპუსის დატოვების გარეშეც იყვნენ უმაღლესი განათლების გლობალური საზოგადოების წევრები. უნივერსიტეტი ასევე აღიარებს საერთაშორისო გამოცდილების ტრანსფორმაციულ ძალას და განიხილავს სტუდენტთა და პერსონალის საერთაშორისო მობილობას, როგორც მათი სწავლის გამოცდილების მრავალფეროვნებისა და გლობალური ხედვების განვითარების გზას. გაცვლით პროგრამებში სტუდენტთა და პერსონალის მონაწილეობა მხარდაჭერილია თანამშრომლობის სხვადასხვა შეთანხმებით. გაცვლით პროგრამებსა და მობილობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს.
გლობალური კურიკულუმი
უნივერსიტეტი შეიმუშავებს საგანმანათლებლო პროგრამებს გლობალურ მოთხოვნებზე დაფუძნებით, რაც უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა უნარების, ცოდნისა და ღირებულებების საერთაშორისო შრომის ბაზრისა და საზოგადოების მოთხოვნებთან შესაბამისობას. გლობალური კურიკულუმი, ნვუ-სთვის, საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსთან ერთად, გულისხმობს კურსდამთავრებულთა ისეთ საუნივერსიტეტო ღირებულებების დამკვიდრებას, როგორიცაა ღიაობა, მრავალფეროვნები, თანასწორობა. უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები ითვალისწინებს აქტუალურ გლობალურ გამოწვევებს და ამზადებს სტუდენტებს მათ გადაჭრაში მონაწილეობისთვის. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების, როგორც საერთო კომპეტენციების განმავითარებელი კურსის საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრაცია, არის ერთ-ერთი, იმ მრავალი გზიდან, რითიც უნივერსიტეტი ახორციელებს თავის ხედვას განათლების მიმართულებით.
აკადემიური გუნდი დიდი ბრიტანეთიდან
საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და განვითარებაში საერთაშორისო გამოცდილების ჩართვა საერთაშორისოდ აღიარებული კურიკულუმის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მეთოდია. უნივერსიტეტის აკადემიური გუნდი დიდი ბრიტანეთიდან შედგება NHS UK (National Health Service) უფროსი სამედიცინო კონსულტანტებისგან და უზრუნველყოფს უწყვეტ თანამშრომლობასა და სამედიცინო გამოცდილების გაცვლას დიდი ბრიტანეთის სტანდარტებისა და GMC-ის მედიცინის დოქტორის საგანმანათლებლო პროგრამის მიმართ წაყენებულ მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია უნივერსიტეტის საერთაშორისო ასოციაციათა წევრობის შესახებ, რაც ქმნის პლატფორმას საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისთვის, წარმოდგენილია ბმულზე.
საერთაშორისო კლინიკური როტაციები
მრავალფეროვანი კლინიკური გამოცდილებისა და კლინიკური შემთხვევების ფართო სპექტრთან შემხემლობის უზრუნველყოფისთვის, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა სტუდენტებს სთავაზობს კლინიკურ როტაციებს საზღვარგარეთ, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, აშშ, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი და სხვ. შეიტყვეთ მეტი საერთაშორისო კლინიკურ როტაციებზე და მასში მონაწილეობისთვის განაცხადის შევსებაზე აქ.
კამპუსი დიდ ბრიტანეთში - გლობალური პოზიციონირება
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ნვუ-ს გლობალური პოზიციონირების გზაზე არის 2020 წელს კამპუსის შეძენა დიდ ბრიტანეთში, დერბიში.
მე-19 საუკუნის, 4100 კვადრატული მეტრის გოთიკური სტილის შენობა მდებარეობს ბრიტანეთის საკვანძო მარშრუტების გადაკვეთაზე, ლივერპულის, შეფილდის, მანჩესტერისა და ბირმინგჰემის სიახლოვეს. ნვუ-ს მფლობელობამდე იქ დერბის უნივერსიტეტის ხელოვნების სკოლა იყო წარმოდგენილი.
კამპუსში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დერბის კამპუსი მიიღებს სტუდენტებს დიდი ბრიტანეთიდან და მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან და შესთავაზებს მათ მრავალფეროვან საგანმანათლებლო შესაძლებლობებს განახლებულ გარემოში.
საერთაშორისო კვლევა
უნივერსიტეტის კვლევითი საქმიანობა ფოკუსირებულია გლობალური გამოწვევების გადაჭრაზე, საერთაშორისო თანამშრომლობა კი ხელს უწყობს პროცესს. ნვუ ახალისებს საზოგადოებრივ საჭიროებებზე დაფუძნებულ კვლევას და თანამშრომლობას, როგორც გლობალური გამოწვევების გადაჭრის გზას და მყარად სწამს, რომ ცოდნა და ინოვაცია საერთაშორისო, საზოგადოებრივი სიკეთეა. უნივერსიტეტის კვლევითი აქტივობებისა და პროექტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ აქ.
საზოგადოებრივი ჩართულობა და გლობალური მიზნები
კვლევით პროექტების გარდა, ნვუ ახორციელებს საერთაშორისო პროექტებს, რომელიც მიზნად ისახავს შესაძლებლობების განვითარებას და საზოგადოებრივ ჩართულობას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. უნივერსიტეტის პროექტების შესახებ ინფორმაცია შეიძლება მოიძიოთ აქ.
უნივერსიტეტი, აღიარებს რა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს როგორც უკეთესი მომავლისა და გლობალური გამოწვევების გადაჭრის რუკას, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ხელშეწყობას აიდენტიფიცირებს როგორც უნივერსიტეტის ერთ-ერთ გამჭოლ სტრატეგიულ პრიორიტეტს, უნივერსიტეტის სტრატეგიული პროექტების, მიზნებისა და აქტივობების ფოკუსს. ნვუ გაეროს გლობალური შეთანხმების (UN GLOBAL COMPACT) წევრია უნივერსიტეტის მიერ მდგრადი განვითარების მიმართულებით განხორციელებული აქტივობების შესახებ შეგიძლიათ შეიტყოთ აქ.
მართვა
აღწერილი პროცესების ინტერნაციონალიზაცია გამართული მართვის სისტემების გარეშე შეუძლებელია. ნვუ უზრუნველყოფს, რომ საუნივერსიტეტო პოლიტიკა და პრაქტიკა შეესაბამებოდეს საუნივერსიტეტო ხედვასა და მართვის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, მათ შორის, თანამშრომლობითა და პროცესების უწყვეტი განვითარებით საერთაშორისო ტენდენციების გათვალისწინებით. სხვა ასოციაციებთან ერთად, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი EFQM-ის წევრია - 350 ორგანიზაციის გლობალური ქსელის, რომელთაც აერთიანებს საერთო ხედვა კულუტურის ცვლილების და დიგიტალური ტრანსფორმაციის, რაც ორგანიზაციებს საქმიანობის გაუმჯობესებაში დაეხმარება და ყველა დაინტერესებული მხარისთვის სარგებელს მოიტანს.
საერთაშორისო მობილობაზე, როტაციებსა თუ უნივერსიტეტის საერთაშორისო აქტივობებთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების ოფისს - ir@newvision.ge .