
ᲙᲣᲠᲡᲓᲐᲛᲗᲐᲕᲠᲔᲑᲣᲚᲔᲑᲘ
უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის მიმართულება პასუხისმგებელია კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის განვითარებასა და შენარჩუნებაზე. Ამ მიმართულების მთავარი მიზანია კურსდამთავრებულთა შორის მჭიდრო კავშირის შექმნა და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა სხვადასხვა აქტივობებში. ამ მიზნების მისაღწევად კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩართული იყვნენ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებებში, როგორებიცაა პროფესიული განვითარების მხარდაჭერა, კარიერული განვითარების სემინარების ჩატარება, კურსდამთავრებულთა ჩართულობის ხელშეწყობა, ნეთვორქინგ ივენთების ორგანიზება, კურსდამთავრებულდა ენთერპრენერშიფების წახალისება და სხვა.
საკონტაქტო ელ. ფოსტა: [email protected]
კურსდამთავრებულთა ყოველწლიური დაჯილდოება
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში დამკვიდრდა კურსდამთავრებულთა ყოველწლიური დაჯილდოების ტრადიცია, რომელიც მიზნად ისახახავს მათი მიღწევების წარმოჩენასა და ფართო საზოგადოებისათვის გაცნობას.
გამარჯვებულ კურსამთავრებულებს სპეციალური ჟიური გამოავლენს შემდეგ ხუთ ნომინაციაში:
უნივერსიტეტის განვითარების ხელშეწყობა
- ჯილდო განკუთვნილია იმ კურსდამთავრებულთათვის, რომლებიც განსაკუთრებულ ერთგულებას იჩენენ უნივერსიტეტის მიზნებისადმი და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ნვუ-ს განვითარებაში.
საზოგადოებრივი ჩართულობა
- ჯილდო განკუთვნილია იმ კურსდამთავრებულთათვის, რომლებმაც თავიანთი აქტივობებითა და სოციალურ საკითხებში ჩართულობით დადებითი გავლენა მოახდინეს საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გაუჯობესებაზე; კურსდამთავრებულები, რომლებიც შთაგონებულნი არიან იზრუნონ საზოგადოების კეთილდღეობაზე.
თანასწორობის ხელშეწყობა
- ჯილდო განკუთვნილია კურსდამთავრებულთათვის, რომლებმაც ხელი შეუწყეს თანასწორობას მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის წახალისებით მათი საქმიანობის სფეროში.
კვლევა და ინოვაცია
- ჯილდო განკუთვნილია კურსდამთავრებულთათვის, რომელთაც კვლევითი მიღწევებით ან/და ინოვაციური მიგნებებით მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს მათი საქმიანობის სფეროში.
პროფესიული მიღწევა
- ჯილდო განკუთვნილია კურსდამთავრებულებისათვის, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული მიღწევები კარიერაში.
დაჯილდოების ცერემონია ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულებს ინტეგრირდნენ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, გააძლიერონ და მრავალფეროვანი გახადონ პროფესიული კავშირები, მათი გამოცდილების წარმოჩენის გზით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ყველა საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს, დასრულების წლის მიუხედავად. კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს ნომინანტად წარადგინოს როგორც საკუთარი, ასევე, სხვა პირის კანდიდატურა.
გამორჩეული კურსდამთავრებულების დაჯილდოება 2023 |
გამორჩეული კურსდამთავრებულების დაჯილდოება 2024 |
1. პიერ ზუკი დაჯილდოვდა სოციალური საკითხებში ჩართულობისა და საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის. 2. შუბჰამ ჯაისვალი დაჯილდოვდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 3. ტაკ რაჯიკა სინგჰი დაჯილდოვდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
|
1. მოსტაფა მაჰდი მაჰმუდ იასინი დაჯილდოვდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 2. ადიტი რაჯეშ პანდეი დაჯილდოვდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 3. ჯილ კარი დაჯილდოვდა კარიერაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის. 4. კუმარ საურაბი დაჯილდოვდა კვლევითი აქტივობით მნიშვნელოვანი წვლილისთვის თავისი საქმიანობის სფეროში. 5. ნილ ჯიტენდრაკუმარ ჩავდა დაჯილდოვდა თანასწორობის, მრავალფეროვანი და ინკლუზიური გარემოს განვითარების ხელშეწყობისთვის.
|