ᲯᲐᲜᲡᲐᲦᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი გთავაზობთ შესაძლებლობას, ჩაერთოთ სხვადასხვა სახის სპორტულ და ფიზიკურ აქტივობებში, როგორც დახურულ, აგრეთვე ღია სივრცეებში. ფიზიკური აქტივობები დაგეხმარებათ ფიზიკური ენერგიის გაძლიერებასა და მენტალური  ჯანმრთელობის გაიუმჯობესებაში, რაც ასევე დადებითად აისახება აკადემიური მოსწრებაც.

სტუდენტების სპორტულ აქტივობებში ჩართულობა, შესაძლოა განპირობებული იყოს სხვადასხვა ინტერესით, შესაბამისად, უნივერსიოტეტი უზრუნველყოფს სტუდენტებისთვისთვის განსხვავებული კატეგორიების აქტივობების შეთავაზებას. მათ, ვისაც ოფიციალურ შეჯიბრებებში მონაწილეობა სურთ, შეუძლიათ შეუერთდნენ სპორტულ გუნდს და წარმოადგინონ უნივერსიტეტი სხვადასხვა შეჯიბრზე; ამასთანავე შესაძლებელია  სხვა სპორტულ აქტივობებში ჩართვა, რომლებიც, ძირითადად, გართობის, სიამოვნების მიღებისა და სოციალური ურთიერთობებისთვის არის შემოთავაზებული.

საუნივერსიტეტო სპორტი შემოთავაზებულია შემდეგ დონეებზე:

  • უნივერსიტეტის სახელით ასპარეზობა – რაც გულისმობს სტუდენტის გაწევრიანებას უნივერსიტეტის გუნდებში ან/და ინდივიდუალურად ასპარეზობას სხვადასხვა საუნივერსიტეტო ჩემპიონატებში ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სახელით.
  • შიდა საუნივერისტეტო სპორტი - სტუდენტს შეუძლია ჩაერთოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ შიდა სპორტულ ტურნირებში.
  • სოციალური და რეკრეაციული სპორტი - არაფორმალური შეჯიბრებები სტუდენტებს შორის სპორტის სხვადასხვა სახეობებში.
  • ჯანსაღი ცხოვრების წესში - სტუდენტებისთვის სპორტული დარბაზის, ფიტნესისა და იოგას კურსების შეთავაზება.

საუნივერსიტეტო სპორტის დადებითი მხარეები

შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ ძალიან დაკავებული და გადაღლილი ხართ სასწავლო პროცესით, და სპორტულ აქტივობებში ჩართვამ შესაძლოა უფრო დაგღალოთ. თუმცა, კვლევებით დასტურდება, რომ სტუდენტები, რომლებიც სწავლის პარალელურად აგრეთვე ჩართულნი არიან სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობაში უკეთეს შეფასებებს იღებენ.

ფიზიკურ აქტივობას შეუძლია შეამციროს სტრესის დონე, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა დედლაინებით  ანდა გამოცდაზე  ნერვიულობით. სპორტს ასევე შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი დაკვირვებისა და ფოკუსირების უნარი. სპორტში აქტიურ ჩართულობით აგრეთვე შეძლებთ გაგიუმჯობესოთ გუნდური მუშაობის, რთულ მომენტებში სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისა და კრიტიკული აზროვნების უნარები.

უნივერსიტეტში სწავლის დაწყება ხშირად ასოცირდება საცხოვრებლად სხვაგან  გადასვლასთან, აგრეთვე სწავლის განსხვავებულ ფორმატთან შეგუებასთან, რაც შეიძლება სტრესული იყოს. სპორტულ აქტივობებშო მონაწილეობა, განსაკუთრებითკი გუნდური სპორტის სახეობებში, გეხმარებათ ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში და სტრესის დამარცხებაში.


ახალი სპორტული გამოცდილება

არ ინერვიულოთ, თუ არასოდეს გითამაშიათ კონკრეტული სპორტის სახეობა ან გსურთ ახალი აქტივობის ცდა. NVU იზიარებს კამპანიის ხედვას „სპორტი ყველასთვის“ და სწორედ ამიტომ უნივერსიტეტი სთავაზობს  სტუდენტებს სცადონ სპორტის ის სახეობებიც, რომლებიც მანამდე არ გამოუცდიათ.

უნივერსიტეტი სტუდენტებს  სთავაზობს სხვადასხვა სამწვრთნელო კურსებს მათი სპორტული უნარების გასაუმჯობესებლად. აგრეთვე, სტუდენტებს შეუძლიათ გაერთიანდნენ უნივერსიტეტის სხვადასხვა სპორტულ კლუბებში და გაიზიარონ მათი კოლეგა სტუდენტების გამოცდილება.


სპორტული კლუბები და ინფრასტრუქტურა

ნიუ ვიჟენ უნივერისტეტი, სტუდენტებს, სწავლის პერიოდში, სთავაზობს სხვადასხვა სპორტულ კლუბებში და საზოგადოებებში გაწევრიანებას. სპორტულ კლუბებში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა რაიმე გამოცდილება კონკრეტული სპორტის სახეობაში. უნივერსიტეტს ასევე აქვს საკუთარი სპორტული მოედნები უნივერსიტეტის ეკო-კამპუსის ტერიტორიაზე, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა სახის გარე სპორტულ აქტივობებში ჩართვა, როგორიცაა ფეხბურთი კალათბურთი, ფრენბურთი, კრიკეტი და ა.შ. უნივერსიტეტის ჰელს ჰაბის შენობაში კი ასევე ფუნქციონირებს სპორტული სავარჯიშო დარბაზი.


სპორტული მოედნის დაჯავშნა

ადგილობრივ საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ნიუ ვიჯენ უნივერსიტეტის სპორტული მოედნები ღიაა მსურველთათვის. თუ გჭირდებათ მოედანი შეჯიბრისთვის ან სათამაშოდ (ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, კრიკეტი ან სხვა), მოგვმართეთ მოთხოვნით info@newvision.ge - ზე, მიუთითეთ სასურველი თარიღი, დრო, სპორტის სახეობა და სხვა დეტალები და დაელოდეთ ჩვენს პასუხს. სპორტული მოედნის დაჯავშნა უფასოა.

ნიუ ვიჟენ ოთხშაბათი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა დაინერგა  ტრადიცია,  ყოველ ოთხშაბათს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეკო-კამპუსი მასპინძლობს სპორტულ ღონისძიებებს, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის.

ნიუ ვიჟენ ოთხშაბათის განმავლობაში კამპუსი სტუმრებს სთავაზობს სპორტული აქტივობების ფართო არჩევანს - ფეხბურთი, ფრენბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, ცხენოსნობა, მშვილდოსნობა და სხვა სპორტის სახეობები.

უნივერსიტეტს სჯერა, რომ სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება - სწავლის, კვლევისა და ნებისმიერი სხვა საქმიანობის პროცესის „გაჯანსაღებას“ გულისხმობს, მათ შორის ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.


კამპუსი თამბაქოს გარეშე
ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის პოლიტიკის შესაბამისად, უნივერსიტეტის კამპუსის სრულ შიდა და გარე ტერიტორიაზე აკრძალულია თამბაქოსა და ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის, ელექტრონული სიგარეტის მოხამრება. უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის დარღვევის შემთხვევაში, საკითხს განიხილავს დისციპლინარული კომისია.
თუკი თქვენ ხართ მწეველი და გსურთ, მოწევას თავი დაანებოთ, უნივერსიტეტის კეთილდღეობის ცენტრის ინდივიდუალური თუ ჯგუფური სესიები დაგეხმარებათ დამოკიდებულების დაძლევაში.