ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲐ ᲓᲐ ᲙᲔᲗᲘᲚᲓᲦᲔᲝᲑᲐ
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კეთილდღეობის ცენტრი სტუდენტებს სთავაზობს უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაციის სერვისებს. ამ სერვისების მიზნია სტუდენტთა ემოციური კეთილდღეობის მიღწევა, აკადემიური წინსვლისთვის ხელისშემშლელი ფაქტორების ეფექტური მართვა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ცენტრი ქმნის უსაფრთხო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია სტუდენტის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევაზე ინდივიდუალური და კულტურული მახასიათებლების გათვალისწინებით.
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ wellbeing@newvision.ge.
ინდივიდუალური კონსულტაცია
კონსულტაციები ტარდება როგორც პირისპირ (203 ოთახში), ასევე ონლაინ. კონსულტაციის ფორმატი შეიძლება განისაზღვროს კონკრეტული საჭიროებების მიხედვით.
ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია დარეგისტრირდეს ინდივიდუალურ კონსულტაციაზე შემდეგ პროფესიონალებთან:
• მარიამ ჩრდილელი, ფსიქოლოგი, სპეციალიზირებული კოგნიტური ქცევითი თერაპიის მიმართულებით
- ინდივიდუალური სესია კამპუსში
• ქეთი კიკნაძე, პოზიტიური ფსიქოლოგი
- ინდივიდუალური სესია კამპუსში
ფსიქოლოგიური კონსულტაციისთვის ცენტრი დაგეხმარებათ თუ:
• გაქვთ აკადემიური პრობლემები და რთულად ეგუებით ახალ საუნივერსიტეტო გარემოს;
• გაქვთ დეპრესიისა და მარტოობის განცდა, ხართ დემოტივირებული;
• განიცდით მწუხარებას და დანაკლისს;
• გაწუხებთ ტრავმული გამოცდილება და მასთან დაკავშირებული მოგონებები;
• გაქვთ პრობლემები ინტერპერსონალურ ურთიერთობებში;
• გაწუხებთ სტრესი და შფოთვა;
• გაქვთ თვითდაზიანებისა და სხვებისთვის ზიანის მიყენების სურვილი;
• გაქვთ აკულტურაციასა და კულტურულ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული კითხვები;
• სხეულის ხატის აღქმასთან დაკავშირებული პრობლემები;
• არაჯანსაღი ნივთირებებისადმი დამოკიდებულება.
ჯგუფური სესიები
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კეთილდღეობის ცენტრი გთავაზობთ ჯგუფურ სესიებს, რომლის მიზანიც საერთო გამოწვევების წინაშე მყოფი სტუდენტებისთვის მზრუნველი გარემოს შექმნაა. ეს თერაპიული მიდგომა საშუალებას აძლევს მონაწილეებს დაამყარონ კავშირები, ღიად გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება, მიიღონ ღირებული რჩევები და ჩამოაყალიბონ პრობლემის ეფექტური დაძლევის სტრატეგიები. სესიები მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათს, 13:00 საათზე მთელი სასწავლო სემესტრის განმავლობაში, 203 ოთახში. სესიით დაინტერესებულ სტუდენტებს გთხოვთ, დაუკავშირდეთ კეთილდღეობის ცენტრს ელექტრონული ფოსტით: wellbeing@newvision.ge.
ტრენინგები და ვორქშოპები
მიზანზე ორიენტირებული ტრენინგები და ვორქშოფები მიმართულია სტუდენტების პიროვნული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობისკენ. მსგავსი ღონისძიებების მიზანია, დაეხმაროს მონაწილეებს მათი პირადი ღირებულებების, მისწრაფებებისა და მიზნების უკეთ შესწავლაში. პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით დამსწრეებს შეეძლებათ განივითარონ თვითშემეცნება და შეიძინონ აუცილებელი უნარები დასახული მიზნების მისაღწევად. კეთილდღეობის ცენტრი პერიოდულად ატარებს მსგავს ტრენინგებსა და ვორქშოფებს და მათი განრიგი წინასწარ ცხადდება.
სამედიცინო სერვისები
სამედიცინო სერვისების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლოათ ისარგებლონ სერვისების სრული სპექტრით ნიუ ვიჟენ ჰელს ჰაბში, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეკო-კამპუსში, ნოდარ ბოხუას ქუჩა #9 (საკონტაქტო ნომერი: 032 219 49 90) ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, ლუბლიანას #13/ჭიაურელის #6 (საკონტაქტო ნომერი: 032 248 72 27). ნიუ ვიჟენ ჰელს ჰაბი და ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი სამედიცინო სერვისების სრულ სპექტრს ახორციელებს, თუ არ ხართ დარწმუნებული თუ რომელი სპეციალიზაციის ექიმი გესაჭიროებათ, მიმართეთ თერაპევტს, რომელიც გადაგამისამართებთ შესაბამის სპეციალისტთან ან/და მოგცემთ მიმართვას საჭირო კვლევებზე.
თუ თქვენ სარგებლობთ ნიუ ვიჟენ დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევით, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს პირად სადაზღვეო მენეჯერს (032 2 501 501; info@nvi.ge ) და დაჯავშნოთ ვიზიტი თქვენს პირად ექიმთან.