
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲙᲕᲚᲔᲕᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲔᲕᲠᲝᲞᲘᲡᲛᲪᲝᲓᲜᲔᲝᲑᲘᲡ ᲘᲜᲡᲢᲘᲢᲣᲢᲘ (IPRES)
პოლიტიკის კვლევებისა და ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტი (Institute for Policy Research and European Studies (IPRES) არის „ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტის“ ბაზაზე დაფუძნებული აკადემიური კვლევითი ცენტრი. ინსტიტუტი მიზნად ისახავს სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის განვითარებას საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკის მეცნიერებისა და ევროპისმცოდნეობის მიმართულებით. ინსტიტუტი ხელს უწყობს მაღალი აკადემიური სტანდარტების მქონე კვლევების წარმოებას როგორც ევროპის მასშტაბით, ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებულ უნივერსიტეტებთან, კვლევით ცენტრებთან და მეცნიერებთან თანამშრომლობის გზით, მათ შორის, მდგრადი საერთაშორისო აკადემიური ქსელებისა შექმნითა და საქართველოში წარმოებული კვლევების ინტერნაციონალიზაციით.
IPRES აერთიანებს ქართველ მეცნიერებს, რომლებიც პოლიტიკური მეცნიერების და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მოღვაწეობენ და ხელს უწყობს თეორიულად საფუძვლიანი და მეთოდოლოგიურად გამართული კვლევების ჩატარებას.
ინსტიტუტის ამოცანაა, ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის გაცხადებული მისიის ფარგლებში ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევითი პროექტების განხორციელებას და პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების და სხვა მომიჯნავე დარგების ურთიერთთანამშრომლობით ახალი ინტერდისციპლანურული ცოდნის წარმოებას. ინსტიტუტი მიზნად ისახავს ქართული აკადემიური საქმიანობის ინტეგრაციას გლობალურ სამეცნიერო დისკუსიებში, ასევე ერთობლივი კვლევების, კონფერენციებისა და პუბლიკაციების შესაძლებლობების შექმნას. ინსტიტუტი ასევე მხარს უჭერს აკადემიური ნაშრომების შექმნას საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, ევროპული პოლიტიკური პროცესების და მათში საქართველოს ადგილის ანალიზზე განსაკუთრებული აქცენტით.