ᲗᲐᲗᲘᲐ ᲙᲔᲠᲔᲡᲔᲚᲘᲫᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲦᲕᲘᲜᲘᲡ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲘᲡ ᲙᲕᲚᲔᲕᲘᲗᲘ ᲪᲔᲜᲢᲠᲘ
ცენტრის საქმიანობის მიზანია ღვინის სამართლის კვლევის ხელშეწყობა.
ცენტრის საქმიანობის ძირითადი ამოცანებია:
- ღვინის სამართალთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების იდენტიფიცირება, კვლევების განხორცილება და პუბლიკაციების მხარდაჭერა;
- ღვინის სამართლის შესახებ აკადემიურ წრეების, სტუდენტებისა და დარგით დაინტერესებულ პირთა ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობა;
- ღვინის სექტორის რეგულირების კუთხით ევროკავშირისა და საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და ქართული ღვინის სამართალთან შედარების მიზნით დისკუსიების ფორმატის წახალისება;
- ღვინის სამართლის მიმართულებით აკადემიურ პერსონალთან და პრაქტიკოს იურისტებთან საერთაშორისო თანამშრომლობისა და ცოდნის გაზიარების ხელშეწყობა;
- ღვინის სამართლის საკითხებზე კონფერენციებისა და ტრენინგების ორგანიზება.
ცენტრში კვლევები განხორციელდება ღვინის სამართალთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
- ღვინის წარმოების სამართალი – ტექნოლოგიური პროცესების რეგულირება (ნებადართული და აკრძალული ოპერაციები);
- ღვინისა და სურსათის სამართლის ურთიერთმიმართება;
- ღვინის ბრენდინგი და მასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა; უფლებების დაცვის აღსრულების სამართლებრივი მექანიზმები;
- ღვინის გეოგრაფიული დასახელებები, მათი დაცვა და გამოყენების კონტროლი;
- ღვინის ეტიკეტირება და მომხმარებელთა დაცვა;
- ღვინის ხარისხის კონტროლი და სერტიფიცირება;
- ღვინის წარმოების საგადასახადო-სამართლებრივი მოთხოვნები;
- ღვინით ვაჭრობა და სავაჭრო ბარიერები;
- პასუხისმგებლობა ღვინის კანონმდებლობის დარღვევისთვის.