ᲮᲐᲠᲘᲡᲮᲘᲡ ᲣᲖᲠᲣᲜᲕᲔᲚᲧᲝᲤᲐ

ხარისხის კულტურა წარმოადგენს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ინსტიტუციური იდენტობის ნაწილს და საუნივერსიტეტო საზოგადოების გაზიარებულ პასუხისმგებლობას. ხარისხის კულტურის სისტემა უზრუნველყოფს აკადემიური, კვლევითი და ადმინისტრაციული პროცესების შესაბამისობას უნივერსიტეტის სტრატეგიულ მიზნებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებთან და მათ უწყვეტ განვითარებას, უნივერსიტეტის ხედვის შესაბამისად.

საგანმანათლებლო პროგრამების, სწავლებისა და სწავლის ხარისხის უწყვეტი განვითარებით, საგანმანათლებლო, კვლევითი და ადმინისტრაციული ფუნქციების ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფით უნივერსიტეტი ავითარებს ანგარიშვალდებულებისა და ნდობის კულტურას.

უნივერსიტეტის ხარისხის კულტურის სისტემა დაფუძნებულია PDCA ციკლზე (დაგეგმე, განახორციელე, შეაფასე, განავითარე) და უზრუნველყოფს უწყვეტ განვითარებას ყველა მიმართულებით:

  • Plan: შეფასების მეთოდები და რეაგირების გზები განსაზღვრა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით (მათ შორის სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და დამსაქმებლების), ბაზრის კვლევისა და სხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით;
  • Do: დაგეგმილი მექანიზმების იმპლემენტაცია შიდა და გარე მექანიზმების მეშვეობით, მათ შორის ადრეული დიაგნოსტიკის, სწავლებისა და სწავლის, თუ ადმინისტრაციული შეფასების.
  • Check: მონაცემების შეგროვება და ანალიზი შედეგების შეფასებისთვის, მათ შორის, გამოყენებული მექანიზმების ეფექტიანობის შეფასების მიზნით.
  • Act: დაკვირვების შედეგების საფუძველზე პროცესების, მექანიზმების, მარეგულირებელი წესების დახვეწა და განვითარება.

ხარისხის უზრუნველყოფის, როგორც გაზიარებული პასუხისმგებლობის ხედვის შესაბამისად, უნივერსიტეტის ხარისხის კულტურის კომიტეტი დაკომპლექტებულია სკოლების წარმომადგენლებით, სტუდენტისა და სტუდენტური ომბუდსმენით. უნივერსიტეტის ხარისხის კულტურის სისტემის ერთ-ერთი მიზანია საუნივერსიტეტო საზოგადოების ჩართულობა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განხორციელებაში და უნივერსიტეტის ხარისხის კულტურის სისტემის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება.

ხარისხის კულტურის სისტემის მიზნები, ასევე ხარისხის უზრუნველყოფის პროცესები და მექანიზმები განსაზღვრულია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დებულებით.

 


ხარისხის კულტურის ინსტრუმენტები