Wed 24 Feb

იშვიათ დაავადებათა მსოფლიო დღე

მსოფლიოში  300 მილიონზე მეტ  ადამიანს  აქვს სხვადასხვა  სახის იშვიათი დაავადება. ეს დედამიწის მოსახლეობის 6%-ზე მეტია. დღეისათვის აღწერილია 6000-ზე მეტი სხვადასხვა იშვიათი დაავადება და მათი რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. ამ დაავადებების 70% საბავშვო ასაკში ვლინდება.

თებერვლის თვის ბოლო დღეს  მსოფლიო იშვიათი დაავადებების დღეს აღინიშნავს, რომელიც საზოგადოების  ცნობიერების ამაღლებას ისავავს მიზნად. ამ დღეს სამეცნიერო, სამედიცინო და არასამედიცინო საზოგადოება ერთიანდება იშვიათ დაავადებებთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად.

28 თებერვალს უნივერსიტეტი უერთდება იშვიათ დაავდებების მსოფლიო დღის აღნიშვნას. გაიმართება ონლაინ-შეხვედრები ექიმებთან, სტუდენტებთან, პაციენთებთან და მათი ოჯახის წევრებთან. უნივერსიტეტის „სიცოცხლის ხარსხის გაუმჯობესების ცენტრში“ იშვიათი დავაადებების მქონე პაციენტებს უსასყიდლოდ ჩაუტარდებათ კონსულტაციები და სამედიცინო  გამოკვლევები.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: (+995 32) 24 24 440

ოფიციალური ვიდეო