Sat 5 Feb
კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე 2022
4 თებერვალი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ამ დღეს ონკოლაინ ჯორჯიასთან ერთად გამოეხმაურა და მხარდაჭერა გამოუცხადა სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლაში ჩართულ პირებს.
კიბოსთან ბრძოლის 2022 წლის მთავარი თემა სიმსივნური დაავდებების მქონე პირებისთვის მკურნალობისა და მზრუნველობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, ხოლო მთავარი გზავნილი - „არასოდეს დანებდე“.
„ონკოლოგიური პაციენტებისთვის, მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე, შეგრძნებას რომ მარტო არ ვართ, დიდი ძალა აქვს. ეს ზუსტად ის ძალაა, რომელიც გვაიძულებს არ დავიღალოთ, არ გვეშინოდეს, არ დავნებდეთ და საბოლოოდ გავიმარჯვოთ.
წინ იარე, არ შეგეშინდეს, სვლა არ შეწყვიტო, ჩვენ შენს გვერდით ვართ." - სოფია ფირანიშვილი, „ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი.