წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, მწერალ მიხეილ ციხელაშვილს დისტანციურად უმასპინძლებს.
ავტორი, ონლაინ რეჟიმში, საკუთარი ნაწარმოებიდან "გუგა არჩვაძის რეპეტიცია" ამონარიდებს წაიკითხავს, რის შემდეგაც წიგნების კითხვის მნიშვნელობაზე ისაუბრებს და დამსწრეების შეკითხვებს უპასუხებს. საქართველო ამ ღონისძიებას უკვე მეექვსედ უერთდება, მსოფლიოში მას ყოველწლიურად 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ღონისძიების ორგანიზატორია GPBA / საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.
მიხეილ ციხელაშვილი, რომელიც მკითხველმა გაიცნო მიხეილ იოჰანის ფსევდონიმით გამოქვეყნებული რომანით „მიბრუნება“, ახალ კრებულში თავისებური, ერთდროულად მსუბუქი და ემოციური თხრობით გვიხატავს გურიის სოფლისა თუ დედაქალაქის უბრალო მცხოვრებლების ნაცნობ რეალობას.
ღონისძიებაზე დასასწრები ლინკი: