30 ივნისიდან სამი დღის განმავლობაში, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და ნიუ ვიჟენ დაზღვევის მენეჯერული პოზიციის თანამშრომლებისათვის, ჩატარდა ინტერაქციული ვორქშოპი თემაზე "Workplace Communications", რომლის ფარგლებშიც, მონაწილეები დაეუფლნენ სამუშაო ადგილზე კომუნიკაციის მეთოდებს - მოსმენის, რთული საუბრების წარმართვისა და უკუკავიშირის გაცემის ტექნიკებს.
ვორქშოპს ხელმძღვანელობდნენ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორები - გრეგ ბონდი, სოფიო ჩაჩავა და სოფიო ტყემალაძე.