Mon 22 May

ბენედიქტ ჰარცლის სამუშაო შეხვედრა

22 მაისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში, გრაცის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის აღმოსავლეთ ევროპის სამართლისა და ევრაზიის კვლევის ცენტრის ასოცირებულმა პროფესორმა, ბენედიქტ ჰარცლმა მაგისტრანტებისთვის, დოქტორანტებისა და აკადემიური პერსონალისთვის სამუშაო შეხვედრა გამართა. 

თემა აკადემიური ნაშრომების გამოქვეყნებას ეხებოდა. პროფესორმა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამართლის მიმოხილვის (RCEEL) მაგალითზე, აუდიტორიას სარედაქციო პროცესი და გამომცემლობის სახელმძღვანელო პრინციპები გააცნო.