Mon 18 Jul

სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო რანჟირების სისტემაზე

15 ივლისს, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ხელშეწყობის მიზნით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პრეზენტაციასა და დისკუსიასთან ერთად, ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფები და შემუშავდა სამოქმედო გეგმის მონახაზი. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს The Times Higher Education Impact Rankings-ში უნივერსიტეტის მონაწილეობის პერსპექტივა და განსახორციელებელი აქტივობები.

შეხვედრაში, რომელიც უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის კომიტეტის ორგანიზებით წარიმართა, მონაწილეობდნენ  მუდმივმოქმედი კომიტეტების წევრები, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი.