Sun 23 Jan

ვებინარი თემაზე „სოციალური მედია და პოლარიზაცია“

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის ორგანიზებით, ვებინარების ციკლის - „საუბრები დემოკტარიაზე“, ფარგლებში ტარდება ვებინარი თემაზე „სოციალური მედია და პოლარიზაცია“.

ვებინარი შედგება 15 წუთიანი პრეზენტაციების და კითხვა-პასუხის სესიებისგან. დასწრება შესაძლებელია "Facebook" და "YouTube" ლაივ არხების მეშვეობით.

მომხსენებელი: ჯეიკობ ფოლ რიიდ, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
ფასილიტატორი: გვანცა აბდალაძე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

დრო: 26 იანვარი, 18:00
ენა: ინგლისური

სოციალური მედიის დანიშნულება ადამიანების გაერთიანებაა, თუმცა, ის ხშირად ხელს უწყობს საზოგადოების უფრო მეტ პოლარიზაციას და ფრაგმენტაციას. ალგორითმები, რომლებსაც ეფუძნება სოციალური მედია, შექმნილია იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაზარდოს მომხმარებლის მიერ ეკრანთან გატარებული დრო და, ასევე, რეკლამიდან მიღებული შემოსავალი. ეს ხდება მომხმარებლების ინტერესებთან და მსოფლმხედველობასთან თავსებადი ვიდეოების, ახალი ამბების, მეგობრებისა და ჯგუფების შეთავაზებით. სოციალური მედია მომხმარებლის კომფორტს ანიჭებს პრიორიტეტს და ალტერნატიული იდეების და აზრის წარმოდგენის ნაცვლად, ხელს უწყობს ე.წ. „ექო კამერების“ - იზოლირებული ჯგუფები, რომელთათვისაც მიუღებელია მათი შეხედულებებისაგან განსხვავებული კონტენტი - შექმნას. ამდენად, სოციალური მედია იწვევს პოლარიზაციას, ამცირებს სტაბილიზირებულ, ზომიერ უმრავლესობას. უკიდურეს შემთხვევაში სოციალურ მედიას შეუძლია ხელი შეუწყოს რადიკალიზაციასაც. სოციალური მედიის მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, რომ ალგორითმებში ჩადებულია ის შეხედულებები და აზრები, რომლებიც აყალიბებენ მათ ონლაინ გამოცდილებას; მომხმარებლებმა უნდა შეძლონ სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება როგორც ონლაინ, ისე - რეალურ ცხოვრებაში. სოციალური მედიის მეშვეობით კომუნიკაცია უნდა მოხდეს ურთიერთპატივისცემით, ჰუმანურობის პრინციპებისა და დემოკრატიული ღირებულებების გათვალისწინებით.