Mon 29 Nov

ვებინარი თემაზე „მოქალაქეობის ინსტიტუტის წარმოშობა და განვითარება“

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლა იწყებს უფასო ვებინარების სერიას დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ვებინარების ციკლი შედგება 15 წუთიანი პრეზენტაციების და 15 წუთიანი კითხვა-პასუხის სესიებისგან. ვებინარებზე დასწრება შესაძლებელია Facebook და Youtube ლაივ არხების საშუალებით.

ვებინარი თემაზე „მოქალაქეობის ინსტიტუტის წარმოშობა და განვითარება“ ჩატარდება 1 დეკემბერს 18:00 საათზე.

მომხსენებელი: პროფ. სურეია იიგიტი
მოდერატორი: ა/პროფ. ეკატერინე ქრისტესაშვილი

დემოკრატია მრავალმხრივი კონცეფციაა, სადაც არსებითი როლი ენიჭება მოქალაქეებს და მოქალაქეობის მცნებას. დემოკრატიის საფუძვლები ძველ საბერძნეთში უნდა ვეძებოთ, კერძოდ, ქალაქ-სახელმწიფოების მცხოვრებთა უფლება-მოვალეობების კონტექსტში. ამასთანავე, ძველ საბერძნეთშის არ არსებობდა შეთანხმება იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მოქალაქე. ვებინარზე სწორედ ამ კითხვას შევეცდებით გავცეთ პასუხი. ამისთვის ჩვენ მიმოვიხილავთ მოქალაქეობის მცნების სახეცვლას ძველი ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების, რენესანსის ეპოქის, საფრანგეთის რევოლუციის შემდგომ სახელმწიფოს ფორმირების ეტაპზე და ასევე მის თანამედროვე გაგებაზე.