Thu 9 Dec

ვებინარი „საქართველო და ევროკავშირი - თანამშრომლობიდან ინტეგრაციამდე“

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის ორგანიზებით, ვებინარების ციკლის - „საუბრები დემოკტარიაზე“, ფარგლებში ტარდება ვებინარი თემაზე „საქართველო და ევროკავშირი - თანამშრომლობიდან ინტეგრაციამდე“.

ვებინარი შედგება 15 წუთიანი პრეზენტაციების და კითხვა-პასუხის სესიებისგან.

დასწრება შესაძლებელია "Facebook" და "YouTube" ლაივ არხების მეშვეობით.

მომხსენებელი: კახა გოგოლაშვილი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი

ფასილიტატორი: პროფესორი გვანცა დავითაშვილი,  ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

დრო: 15 დეკემბერი, 18:00

ენა: ქართული

პრეზენტაცია მიმოიხილავს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების მოკლე ისტორიას 90-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე. განსაკუთრებით ხაზგასმულია  ევროკავშირის როლი საქართველოს სახელმწიფოებრიობის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში, ასევე ევროკავშირის დახმარება საქართველოში საბაზრო ეკონომიკის განვითარებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში.

მომხსენებელი განმარტავს ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების (1996) და ასოცირების შესახებ შეთანხმების (2014) როლს და მნიშვნელობას თანამედროვე საქართველოს ინსტიტუციური, სამართლებრივი და მარეგულირებელი გარემოს ფორმირებაში.  განხილული იქნება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძირითადი ასპექტები (DCFTA), ასევე ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა ევროპულ სამეზობლო პოლიტიკისა (ENP) და აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) რეგიონულ ინიციტივებში.

დამსწრე საზოგადოებასთან ერთად განიხილება დარგობრივი თანამშრომლობის სხვა ფორმატები, გაიმართება მსჯელობა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მომავალთან დაკავშირებით.