
ვებინარი თემაზე „დეზინფორმაცია და მოქალაქე - ძალის დიფუზიის ჰიბრიდული საფრთხეები“

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის ორგანიზებით, ვებინარების ციკლის – „საუბრები დემოკტარიაზე“, ფარგლებში ტარდება ვებინარი თემაზე „დეზინფორმაცია და მოქალაქე - ძალის დიფუზიის ჰიბრიდული საფრთხეები“.
ვებინარი შედგება 15 წუთიანი პრეზენტაციების და კითხვა-პასუხის სესიებისგან. დასწრება შესაძლებელია “Facebook” და “YouTube” ლაივ არხების მეშვეობით.
მომხსენებელი: გვანცა აბდალაძე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
ფასილიტატორი: ეკატერინე ქრისტესაშვილი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
დრო: 9 თებერვალი, 18:00
ენა: ქართული
ძალის დიფუზია გულისხმობს ახალი აქტორების გამოჩენას საერთაშორისო პოლიტიკაში. დღეს ძალა აღარ უკავშირდება მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ ორგანიზაციებს, ჯგუფებს და ინდივიდებსაც კი, რაც ციფრული საუკუნის დიდი მიღწევა და დიდი გამოწვევაა იმავდროულად. ძალის დიფუზიამ გაამარტივა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამოყენება და დეზინფორმაცია საერთაშორისო პოლიტიკის იარაღად აქცია. რა არის დეზინფორმაცია? როგორ შეიძლება ის საგარეო პოლიტიკის იარაღად გადაიქცეს? რა ტიპის პასუხისმგებლობებს აკისრებს მოქალაქეს ძალის დიფუზია? როგორ გავზომოთ დეზინფორმაციის ზეგავლენა საზოგადოებაზე? როგორ უნდა გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას და თავიდან ავიცილოთ დემოკრატიის დილემა? როგორ უმკლავდება ქართული საზოგადოება ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ ასპექტს - დეზინფორმაციას?