
უნივერსიტეტის მე-11 საიუბილეო საღამო
2024 წლის 10 ოქტომბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა მეთერთმეტე დაბადების დღე აღნიშნა. საზეიმო ღონისძიება უნივერსიტეტის ახალ კამპუსში გაიმართა, სადაც მოწვეული იყვნენ სტუდენტები, კურსდამთავრებულები, უნივერსიტეტისა და შვილობილი კომპანიების თანამშრომლები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
იუბილეს ფარგლებში კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა. ამასთანავე, მეორედ ჩატარდა კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია, რომელიც მიზნად ისახავს კურსდამთავრებულების მიღწევების წარმოჩენასა და ფართო საზოგადოებისათვის გაცნობას.
ღონისძიების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო "ზარაფხანას" საიუველირო სახლის ახალი ხაზის - "ეგალიტეს" წარდგენა, რომელიც თანასწორობის იდეით შეიქმნა.
ღონისძიების მონაწილეებმა შეაჯამეს უნივერსიტეტის მიღწევები და ხაზი გაუსვეს მის როლს სხვადასხვა სფეროს განვითარებაში, რასაც ახორციელებს შვილობილ კომპანიებთან ერთად.