Tue 9 Mar

იშვიათი დაავადების მქონე პირთა მონაცემთა ერთიანი ბაზა

იშვიათ დაავადებათა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ონლაინ-შეხვედრის საფუძველზე, ჩამოყალიბდა რეკომენდაციები და დაანონსდა ახალი პროექტის დაწყება, რომელიც საქართველოში მცხოვრებ იშვიათი დაავადების მქონე პირების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას ითვალისწინებს. ბაზის არსებობა დაეხმარება პაციენტებს და მათ ოჯახებს სამედიცინო და სოციალური მომსახურების დროულ მიღებაში. პროექტი განხორციელდება უნივერსიტეტის იშვიათ დაავადებათა კვლევითი ცენტრის ბაზაზე, ირაკლი სულხანიშვილის კოორდინირებით (isulkhanishili@newvision.ge).

კვლევითი ცენტრი, საქართველოს იშვიათ დაავადებათა ასოციაციასთან ერთად, ხელს შეუწყობს საერთაშორისო სამეცნიერო და კლინიკური კვლევების განხორციელებას. ამ კვლევებში ჩართულობა ხელმისაწვდომი იქნება მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირებისა და მათი ხელშემწყობი სამედიცინო პერსონალისთვის, რაც თავის მხრივ პაციენტებს უახლესი მეთოდებით მკურნალობის საშუალებას იძლევა.