Mon 12 Jul

საბაკალავრო პროგრამა ექთანი-მენეჯერებისათვის

ორშაბათს, 12 ივლისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართა, სადაც  მედიცინის სკოლამ და კლინიკური უნარების ლაბორატორიამ საექთნო საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია წარუდგინა ექთნის პროფესიით დაინტერესებულ საზოგადოებას.

საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია მოამზადოს ექთანი-მენეჯერები, რომლებიც შეძლებენ გაუმკლავდნენ და გადაჭრან დარგში არსებული გამოწვევები, იზრუნონ პაციენტთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.

პროგრამის ხელმძღვანელების მიერ ხაზი გაესვა საგანმანათლებლო პროგრამის უპირატესობებს: პროგრამაში წამყვანი ჰოლანდიური საექთნო სკოლების (Erasmus University MC; HZ University of Applied Sciences) პედაგოგების, ასევე ევროპის რეანიმაციის საბჭოს (ERC) სერტიფიცირებული ტრენერების ჩართულობას, პრაქტიკულ ელემენტებს და დასაქმების ფართო შესაძლებლობებს.