კარლ ცაისის მიკროსკოპიული ლაბორატორიის ორდღიანი სემინარი
28-29 ოქტომბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კარლ ცაისის მიკროსკოპიის სასწავლო და კვლევითმა ლაბორატორიამ ორგანიზება გაუწია ორდღიან სემინარს: „Emerging Advanced Microscopy Platform at NVU to Make Life Sciences Better“.
მიკროსკოპიის ლაბორატორია ღია სამეცნიერო და საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს ქართული მეცნიერების განვითარებას უჯრედის ბიოლოგიისა და ქსოვილების ინჟინერიის ტექნოლოგიების სფეროში.
სემინარის პირველი დღე პრაქტიკოს ექიმებთან და მკვლევარებთან შეხვედრას დაეთმო, ხოლო მეორე დღეს სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ უახლესი ციფრული 3D/4D გამოსახულების მიღების თავისებურებებს მიკრო და ნანო დონეზე.
სემინარის ფარგლებში პრეზენტაციები წარადგინეს მიკროსკოპიული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა პავლე ჭელიძემ, ლაბორარატორიის ინჟინერ-მკვლევარმა ლილი ნადარაიამ და ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის თავის ტვინის ულტრასტრუქტურის და ნანოარქიტექტონიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ია ჟვანიამ. მათ წარმოადგინეს ინსტიტუციური თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი პირველი ფუნდამენტური კვლევის შესახებ ინფორმაცია. კვლევა ხორციელდება ნეირომეცნიერების მიმართულებით ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრისა და აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალის მონაწილეობით.
უნივერსიტეტის მიზანია, საქართველოს საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების რესურსების კონსოლიდაციით ხელი შეუწყოს ქვეყანაში მეცნიერების განვითარებას, სიახლის დანერგვასა და გლობალურ დონეზე საქართველოს კვლევითი პოტენციალის წარმოჩენას.