Invalid Date NaN Invalid Date

ტრენინგი - სამართლებრივი უნარების სწავლება

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით 2023 წლის 10–14 ივლისს იწვევს პროფესორ - მასწავლებლებს, მოწვეულ ლექტორებსა და იურიდიული დახმარების კლინიკების ხელმძღვანელებს ტრენერთა ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.
2023 წლის 10-12 ივლისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში დაფუძნებული პრაქტიკული უნარების ცენტრის ექსპერტთა გუნდი ჩაატარებს ტრენერთა ტრენინგს ( ToT ) პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული ტრენინგისთვის შემუშავდა სილაბუსი და სხვადასხვა სახის სასწავლო მასალები, რომლებიც მიზნად ისახავს ბაკალავრის სტუდენტებისთვის სამართლებრივი კვლევისა და წერის, კლიენტთან ინტერვიუიუს წარმოების, მოლაპარაკების, მედიაციის საპროცესო უნარ-ჩვევების და პროფესიული ეთიკის შესახებ საბაზისო ცოდნის გაზიარებას.

შეხვედრაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ იხილოთ ბმული: https://shorturl.at/mnuF3

13 ივლისს, ჩატარდება სამუშაო შეხვედრა კერძო სამართლის მიმართულების პროფესორ - მასწავლებლებისა და მოწვეული ლექტორებისთვის. ექსპერტთა ჯგუფი შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარებს სხვადასხვა სახის სამუშაო მასალას და ხედვას თუ როგორ შეიძლება სასწავლო პროცესში პრაქტიკული უნარ - ჩვევების სწავლების ინტეგრირება.

შეხვედრაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ იხილეთ ბმული: https://shorturl.at/xOPV9

14 ივლისს, კი ჩატარდება სამუშაო შეხვედრა სამართლის სწავლების მეთოდებში და პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და კერძო სამართლის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებისთვის, მოწვეული ლექტორებისთვის და კლინიკური პროფესორებისთვის.

შეხვედრაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ იხილეთ ბმული: https://shorturl.at/nAEG5
დაინტერესებულმა პირებმა შევსებული სარეგისტრაციო განაცხადი უნდა გადმოგზავნონ არაუგვიანეს 2023 წლის 6 ივლისისა.