ტრენინგი მედიცინის სწავლების ინოვაციურ მეთოდებზე
2021 წლის 10 ივლისს ჩატარდა პერსონალის პროფესიული განვითარების ტრენინგი სწავლების ინოვაციურ მეთოდებზე. ტრენინგი უნივერსიტეტთაშორისი თანამშრომლობის კარგი გამოხატულება იყო და მასში სპიკერებად მონაწილეობდნენ ირმა გრძელიძე ,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი და ირინა ფხაკაძემ ,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი. ტრენერებმა ისაუბრეს სწავლის შედეგების შეფასების თანამედროვე მეთოდებზე, მათი გამოყენების თავისებურებებზე, მათ ძლიერ და სუსტ მხარეებზე. ასევე განიხილეს პანდემიასთან დაკავშირებული ახალი გამოწვევები და ამ მიმართულებით გამოკვეთილი საუკეთესო პრაქტიკა სხვადასხვა უნივერსიტეტში.
ტრენინგის მეორე ნაწილი დაეთმო უშუალოდ „ობიექტურად სტრუქტურირებულ კლინიკურ გამოცდას“ (OSCE) და განკუთვნილი იყო მედიცინის და სტომატოლოგიის სკოლების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ კლინიკური მოდულების სწავლება-შეფასების კომპონენტებში.