ტრენინგი სამართლის პრაქტიკულ უნარებში
21-23 სექტემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ტრენერთა ტრენინგი სამართლებრივი უნარების სწავლების შესახებ.
ტრენინგი მიზნად ისახავდა სამართლის სკოლაში პრაქტიკული უნარების სწავლების გაძლიერებას და მას პროფესორები, მასწავლებლები, მოწვეული ლექტორები და იურიდიული დახმარების კლინიკების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
ტრენინგს გაუძღვნენ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში დაფუძნებული პრაქტიკული უნარების ცენტრის ექსპერტები – სოფიო ჩაჩავა, ანა ლორია, თამარ ხატიაშვილი და ნატალია ახალაძე. მათ მონაწილეებს გაუზიარეს პროექტის ფარგლებში შემუშავებული სილაბუსი და სხვადასხვა სახის სასწავლო მასალები, რომლებიც ბაკალავრის სტუდენტებისთვის სამართლებრივი კვლევისა და წერის, კლიენტთან ინტერვიუს წარმოების, მოლაპარაკების, მედიაციის, საპროცესო უნარ-ჩვევებისა და პროფესიული ეთიკის საბაზისო სწავლებას ემსახურება.
ასევე, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა პრაქტიკული სამართლის მიმართულებით სწავლების მეთოდების შესახებ. გამოიკვეთა შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების ინტერესი და მზაობა.
ტრენინგი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.