პროფესორ-მასწავლებელთა ტრენინგი ქუთაისში
2024 წლის 26-28 იანვარს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პრაქტიკული უნარების ცენტრის ექსპერტებმა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრენერთა ტრენინგი გამართეს.
ტრენინგი მიზნად ისახავდა სამართლის სკოლებში პრაქტიკული უნარების სწავლების გაძლიერებას. მას უნივერსიტეტის პრაქტიკული უნარების ცენტრის ექსპერტთა ჯგუფი უძღვებოდა. სოფიო ჩაჩავამ, თამარ ხატიაშვილმა, ანა ლორიამ, ნატალია ახალაძემ და დავით კიკალეიშვილმა მონაწილეებს გააცნეს პროექტის ფარგლებში შემუშავებულ სილაბუსი და სხვადასხვა სახის სასწავლო მასალა, რომელთა დანერგვაც ხელს შეუწყობს სტუდენტებისთვის სამართლებრივი კვლევის, კლიენტთან ინტერვიუს წარმოების, მოლაპარაკების, მედიაციისა და სხვა საპროცესო უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
ტრენინგს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები და მოწვეული ლექტორები ესწრებოდნენ.