Mon 19 Feb

ტრენერთა ტრენინგი კინემატოგრაფიაში

მაჰარიშის საერთაშორისო უნივერსიტეტის კინემატოგრაფიის სკოლის წარმომადგენლებმა 2024 წლის 29 იანვრიდან 9 თებერვლამდე ორკვირიანი ტრენერთა ტრენინგი ჩაატარეს.

პროგრამა მოიცავდა კინემატოგრაფიის სხვადასხვა პროფესიას, მათ შორის: ოპერატიულ ხელოვნებას, კინემატოგრაფიას, განათების დიზაინს, ვიდეო მონტაჟსა და კინოწარმოების მენეჯმენტს.

ტრენინგს ხელმძღვანელობდა ამინ კუიდერი - კინორეჟისორი,  კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და ახალი მედიის დეპარტამენტის თავმჯდომარე. ასევე კოდი ოლივასი - კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და ახალი მედიის ასისტენტ-პროფესორი და მეთიუ კალილი - დევიდ ლინჩის კინემატოგრაფიული ხელოვნების სკოლის ასისტენტ-პროფესორი. სკოლა მდებარეობს ფეირფილდში, აიოვა, აშშ.

ტრენინგი ჩატარდა „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კინოსკოლა და კინოსტუდია“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება USAID - ის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“.

პროექტი „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კინოსკოლა და კინოსტუდია“ ხორციელდება ამერიკელი ხალხის გულუხვი მხარდაჭერით.