ტრენერთა ტრენინგი კინემატოგრაფიაში
მაჰარიშის საერთაშორისო უნივერსიტეტის კინემატოგრაფიის სკოლის წარმომადგენლებმა 2024 წლის 29 იანვრიდან 9 თებერვლამდე ორკვირიანი ტრენერთა ტრენინგი ჩაატარეს.
პროგრამა მოიცავდა კინემატოგრაფიის სხვადასხვა პროფესიას, მათ შორის: ოპერატიულ ხელოვნებას, კინემატოგრაფიას, განათების დიზაინს, ვიდეო მონტაჟსა და კინოწარმოების მენეჯმენტს.
ტრენინგს ხელმძღვანელობდა ამინ კუიდერი - კინორეჟისორი, კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და ახალი მედიის დეპარტამენტის თავმჯდომარე. ასევე კოდი ოლივასი - კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და ახალი მედიის ასისტენტ-პროფესორი და მეთიუ კალილი - დევიდ ლინჩის კინემატოგრაფიული ხელოვნების სკოლის ასისტენტ-პროფესორი. სკოლა მდებარეობს ფეირფილდში, აიოვა, აშშ.
ტრენინგი ჩატარდა „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კინოსკოლა და კინოსტუდია“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება USAID - ის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“.
პროექტი „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კინოსკოლა და კინოსტუდია“ ხორციელდება ამერიკელი ხალხის გულუხვი მხარდაჭერით.