Tue 28 Jun

ფიზიკური რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდებსა და კინეზოთერაპიაში ტრეინინგი

ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაციისა და საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის ურთიერთთანამშრომლობით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში, ფიზიკური რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდებსა და კინეზოთერაპიაში ტრეინინგი ჩატარდა. 

ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაციის მიერ, გერმანიიდან მოწვეულმა სენიორ ექსპერტმა, არნოლდ ბეკერმა, სტუმრებს 40 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარა, როგორც ჰიდროთერაპიის, ასევე კინეზოთერაპიის შესახებ, პრაქტიკული სავარჯიშოებიც მათთან ერთად ჩაატარა და ტრეინინგის დასასრულს, მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.