ქუთაისის ტორპედომ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიპოვა
7 დეკემბერს, საფეხბურთო გუნდმა ქუთაისის ტორპედომ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიპოვა.
საფეხბურთო კლუბის მფლობელი 2021 წლიდან ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტია, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ინვესტიცია აქვს განხორციელებული სპორტის განვითარების მიზნით.
ბათუმში გამართულ ფინალურ შეხვედრაზე გუნდი თბილისის ლოკომოტივი 2-ს დაუპირისპირდა. აღსანიშნავია, რომ ტორპედოს საგულშემატკივროდ მატჩს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის თანამშრომლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.