Times Higher Education IMPACT Rankings 2024-ის შედეგები
უნივერსიტეტი უკვე მეორე წელია მონაწილეობს Times Higher Education IMPACT rankings უნივერსიტეტების გლობალური რეიტინგის სისტემაში, რომელიც აფასებს უნივერსიტეტების შედეგებს გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნის (SDG) მიღწევის ჭრილში. შეფასების ინდიკატორების ოთხი ძირითადი ჯგუფი სწავლებასა და კვლევასთან ერთად მოიცავს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისა და საზოგადოების ჩართულობისთვის განხორციელებულ აქტივობებს. რანჟირების სისტემის მიზანია, შეაფასოს და აღიაროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლი მდგრადი მომავლის ხელშეწყობაში. 2023 წლის გამოცემაში ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ერთადერთი უნივერსიტეტი იყო საქართველოდან, წელს კი 5 ქართული უნივერსიტეტიდან წამყვან პოზიციას იკავებს.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი გაეროს მდგრადი განვითარების 8 მიზანთან მიმართებით შეფასდა, საიდანაც საუკეთესო პოზიციები შემდეგი მიმართულებებით დაიკავა: SDG3 - „ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“; SDG16 - „მშვიდობა, სამართლიანობა, ძლიერი ინსტიტუციები“; SDG17 - „გლობალური თანამშრომლობა“, სადაც მსოფლიოს ტოპ 401-600 უნივერსიტეტს შორის არის წარმოდგენილი.
2024 წლის გამოცემაში რანჟირებაში მსოფლიოს 125 ქვეყნის 2152 უნივერსიტეტია წარმოდგენილი.