
Fri 17 Nov
ადვოკატის როლი საზოგადოების, პროფესიისა და მართლმსაჯულების წინაშე
23 ოქტომბერს, 12:00-დან 14:00-მდე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, გამართავს საჯარო ლექციას თემაზე „ადვოკატის როლი პროფესიის, საზოგადოებისა და მართლმსაჯულების წინაშე“.
ლექციას გაუძღვება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი ანა ლორია.
დასწრება შეუძლია იურიდული ფაკულტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, პრაქტიკოს იურისტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.
ღონისძიება ტარდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.