
Fri 17 Nov
ადვოკატის როლი საზოგადოების, პროფესიისა და მართლმსაჯულების წინაშე - საჯარო ლექცია
2023 წლის 23 ოქტომბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულებამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გამართა საჯარო ლექცია თემაზე – „ადვოკატის როლი პროფესიის, საზოგადოებისა და მართლმსაჯულების წინაშე“
საჯარო ლექციას უძღვებოდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი – ქ-ნი ანა ლორია.
საჯარო ლექციას ესწრებოდნენ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები.