
პრაქტიკული უნარების ცენტრი აცხადებს გუნდების რეგისტრაციას
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით დაფუძნებული პრაქტიკული უნარების ცენტრი აცხადებს გუნდების რეგისტრაციას მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად.
შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის სკოლის თუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის (III, IV კურსის) და მაგისტრატურის საფეხურის იმ სტუდენტებს, რომლებიც არ არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატები და/ან სერთიფიცირებული მედიატორები. გუნდი უნდა შედგებოდეს სამი ან ოთხი წევრისგან/სტუდენტისგან.
გუნდებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გამოაგზავნონ 2022 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით (24:00) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: consumermoot@newvision.ge.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესების პროექტის მიმდინარეობა გაგრძელდება 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით. ხოლო, პროექტის თითოეული ეტაპის თარიღებისა და ვადების შესახებ შეტყობინებას მონაწილე გუნდები მიიღებენ სარეგისტრაციო განაცხადში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
იმიტირებული პროცესების წესები დეტალურად იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.