Mon 28 Jun

დამტკიცდა კლინიკური მდგომარეობის მართვის ეროვნული პროტოკოლი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიური გუნდის და დარგის სპეციალისტების მიერ შემუშავდა კლინიკური მდგომარეობის მართვის ეროვნული პროტოკოლი „COVID-19/SARS–CoV-2 -შემდგომი ამბულატორიული სამედიცინო რეაბილიტაცია და კურორტული მკურნალობა“, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 21 ივნისს დამტკიცდა  (ბრძანება № 01-232/ო).

პროტოკოლის მიზანია სამედიცინო რეაბილიტაციის მიმართულებით დასაქმებული სამედიცინო პერსონალისთვის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მიწოდების გზით, COVID-19-შემდგომი სარეაბილიტაციო მომსახურების გაწევა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება პოსტკოვიდურ ადრეულ და გვიან პერიოდებში.

https://www.moh.gov.ge/ka/guidelines/