Invalid Date NaN Invalid Date

სამაგისტრო პროგრამა – ევროკავშირი და აღმოსავლეთ სამეზობლო

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის პროგრამას ევროკავშირი და აღმოსავლეთ სამეზობლო აკრედიტაცია მიენიჭა. ევროკავშირი და აღმოსავლეთ სამეზობლო არის ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა, რომლის მიზანია სტუდენტებს სიღრმისეულად შეასწავლოს  ევროკავშირი, მისი ინსტიტუტები, პოლიტიკა და სამართალი. ამასთან, კავშირის გაფართოებისა და საგარეო პოლიტიკის ძირითადი ასპექტები აღმოსავლეთ სამეზობლოში. სწავლება უზრუნველყოფს თეორიული ცოდნისა და ანალიტიკური უნარების განვითარებას შედარებითი პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და სამართლის სფეროებში. ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების პროცესს და პრაქტიკულ გამოცდილებას სტუდენდები კლინიკური სწავლების ფარგლებში შეიძენენ. პროგრამაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:  https://forms.gle/qZ2S6ehXth3pSRue6 განაცხადის მიღების ბოლო ვადა არის 22 სექტემბერი. შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: politics@newvision.ge school of politics