იურიდიული დახმარების ცენტრის სტაჟიორებმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები მიმოიხილეს
7 ივნისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრის სტაჟიორებმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიმოიხილეს. წარმოდგენილი პრეზენტაციები შეეხებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ შემდეგ უფლებებს:
წამების აკრძალვა
პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობა
აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება
გამოხატვის თავისუფლება
დისკრიმინაციის აკრძალვა
აღნიშნული აქტივობა სტუდენტებს კვლევითი საქმიანობის შესწავლის გაუმჯობესებასა და საჯარო გამოსვლის უნარების დახვეწაში ეხმარება, ამიტომ სტაჟირების ყველა ნაკადის ფარგლებში ორგანიზდება.