Invalid Date NaN Invalid Date

„შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი 2023“-ის გახსნითი ღონისძიება

14 ივლისს „შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი 2023“ გაიხსნა, რომელიც „შავი ზღვის რეგიონის ცვალებად გეოპოლიტიკას’’ ეძღვნება. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე რენატა სკარჯუტე-კერესელიძე, ევროპული განათლების საერთაშორისო ცენტრის „შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტის“ პროგრამის ხელმძღვანელი მარი-ფრანს პერდიგონი და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის დეკანი ირაკლი ქობალია. მომხსენებლებს შორის იყვნენ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის პროფესორები: ივანნა მაჩიტიძე თემით: „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის გავლენა შავი ზღვის რეგიონულ თანამშრომლობაზე" და გვანცა დავითაშვილი თემით: „ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის შედეგები". პროგრამა „შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი’’ 2015 წლიდან ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა და ევროპული განათლების საერთაშორისო ცენტრის თანამშრომლობით და მასში მონაწილეობას იღებენ შავი ზღვის პოლიტიკით დაინტერესებული, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტები.