აიაქსის ფილოსოფია გაცოცხლებული ტრენინგში
4 აპრილს ქ. ქუთაისში, „შენგელია არენას“ საკონფერენციო სივრცეში, ხოლო 5 აპრილს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აუდიმაქსში, ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე: „აიაქსის ფილოსოფია გაცოცხლებული ტრენინგში“ (The AJAX Phylosophy Translating into Training).
ღონისძიება მიზნად ისახავდა ამსტერდამის აიაქსის ფილოსოფიის პოპულარიზაციასა და აკადემიის თანამედროვე მიდგომების გაზიარებას საქართველოში.
პრეზენტაციას უძღვებოდა ბარტ ლოხისი - აიაქსის აკადემიის განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილებით.
სპიკერმა ისაუბრა საფეხბურთო კულტურაზე, თუ როგორი უნდა იყოს ფეხბურთელის მენტალიტეტი მოედანზე და მოედნის გარეთ, რატომ არის აიაქსი მსოფლიოში ნომერი პირველი აკადემია. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ეზრდება.
შეხვედრებს, შესაბამისად, დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა საფეხბურთო კლუბისა და საბავშვო აკადემიის მწვრთნელები ესწრებოდნენ. ღონისძება Baller Management-ის მხარდაჭერით ჩატარდა.