
Wed 1 Jun

იზრუნე გარემოზე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან ერთად

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა Eco Friendly კონცეფციის ფარგლებში დაიწყო პლასმასის ორგანიზაციულ დონეზე შეგროვება.
31 მაისს უნივერსიტეტს პარტნიორი ორგანიზაცია - შპს პოლივიმი, ესტუმრა და თანამშრომლებთან ერთად განიხილეს პლასტმასის შეგროვების მიზნობრიობა.
შედეგად, უნივერსიტეტის სივრცეებში განთავსდა მწვანე ყუთები. შეგროვებული ნარჩენები კი გადაეცემა შპს პოლივიმს გადასამუშავებლად.
გაიზიარე შენი წილი პასუხისმგებლობა და დაიცავი გარემო!