საზაფხულო სკოლა „იურიდიული ეთიკა“
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, აცხადებს მიღებას იურიდიული ეთიკის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
საზაფხულო სკოლა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
• იურიდიული ეთიკა;
• სამართლებრივი წერა და არგუმენტაცია;
• საპროცესო უნარები;
• მოლაპარაკების უნარები.
საზაფხულო სკოლა გაიმართება 25 ივლისიდან 2 აგვისტომდე, ქ. თბილისში, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეკო-კამპუსში. მონაწილეთა ტრანსპორტირების, განთავსებისა და კვების ხარჯს ფარავს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა არაუგვიანეს 7 ივლისისა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა : https://shorturl.at/qtP58