Invalid Date NaN Invalid Date

საზაფხულო სკოლა იურიდიულ ეთიკაში

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულებამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის იურიდიული ეთიკის საზაფხულო სკოლა გამართა. საზაფხულო სკოლა 25 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის (აჭარა, იმერეთი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი) უნივერსიტეტების, სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების, ოცმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. საზაფხულო სკოლის პროგრამამ მოიცვა ყველა ის საბაზისო პრაქტიკული უნარი (იურიდიული ეთიკა, სამართლებრივი კვლევისა და წერის უნარები, საპროცესო უნარები, კლიენტის გამოკითხვა/კონსულტირება, მოლაპარაკების უნარები), რაც აუცილებელია მომავალი იურისტების პრაქტიკაში ეფექტიანი ადაპტაციისათვის. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სხვადასხვა თემაზე მოესმინათ ლექციები პრაქტიკოსებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისგან, გაემართათ დისკუსიები, და მონაწილეობა მიეღოთ იმიტირებულ პროცესებსა და სხვადასხვა პრაქტიკულ სავარჯიშოებში.