Mon 6 Feb

დაფინანსება APPEAR პროექტის ფარგლებში

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა მოიპოვა ავსტრიის განათლების და ინტერნაციონალიზაციის სააგენტოს დაფინანსება APPEAR პროექტის ფარგლებში.

COVIOCRIM (ძალადობრივი დანაშაულის წინააღმდეგ ქმედებების უზრუნველყოფა: აკადემიური ინტერვენციებიდან საზოგადოებრივ ტრანსფორმაციამდე) იკვლევს და ავითარებს საქართველოსა და ავსტრიას შორის აკადემიური პარტნიორობის შესაძლო გზებს.

ჰანს გროსის ინტერდისციპლინარული კრიმინალური მეცნიერებების ცენტრსა (ZIK, Uni Graz) და შედარებითი და ევროპული სისხლის სამართლის ინსტიტუტთან (ICECL, NVU) ერთად, პარტნიორები იკვლევენ კლინიკური სასამართლო მედიცინისა და სასამართლო კრიმინოლოგიის კაპიტალიზაციის გზებს ძალადობრივი დანაშაულის პრევენციისა და აღმოფხვრის მიმართულებით.

MedUni Graz ამჟამად ხელს უწყობს ავსტრიის მთავრობის მიერ შემოთავაზებული რეაგირების პაკეტის განხორციელებას, რაც მოიაზრებს  ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და ძალადობის პრევენციის გაძლიერებას. 

ZiK at UniGraz-ს აქვს სამართალდამრღვევებთან მუშაობის დიდი გამოცდილება (გამოყენებითი კრიმინოლოგია), რათა განსაზღვროს ინდივიდუალური რისკები და უზრუნველყოს რეციდივის ეფექტიანი  პრევენცია. 

სამიზნე ჯგუფები: (გაუმჯობესებული პროფესიული უნარები, ცოდნისა და მგრძნობელობის გაზრდა, ძლიერი სამეცნიერო საფუძველის შექმნა სწავლებისა და კვლევისთვის, ასევე აკადემიური შედეგების გავრცელება, ცნობიერების ამაღლება და ინტერნაციონალიზაცია) უფრო ძლიერი სოციალური გავლენისთვის ნიადაგის მოსამზადებლად.